გრაკლიანის გორაზე ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს  RSS 2.0

გრაკლიანის გორაზე ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანის გორაზე ჩვ.წ.აღ.-მდე V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა.

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი. ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

Recommended reading

რიყე-ნარიყალას საბაგირო 14 აგვისტოს არ იმუშავებს
C 31 марта Air France будет летать из Парижа в Тбилиси
Грузия одна из лучших туристических направлений 2020 года.
დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება
В Грузии хачапури объявили памятником культурного наследия

Comments VKontakte

Comments Facebook

Comments

No reviews for this item

მიმოხილვა

შეიყვანეთ სურათზე მითითებული ციფრები
code

By IT Design © 2018 Good Life Tours