დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს ძველი გალავნის ფრაგმენტი აღმოაჩინეს  RSS 2.0

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს ძველი გალავნის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

„ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად გავლებულ ღრმა ჭრილში არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა.

კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა.


პროექტში ჩართული მხარეების: არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა.


დაკორექტირებული პროექტის მიხედვით, სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა - მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი.

Recommended reading

Сегодня, 3 марта в Грузии празднуют День матери!
Грузия одной из первых в мире откроется для туристов после пандемии
Фестиваль Грузинского национального музея !
В Грузии хачапури объявили памятником культурного наследия
С 1 июля Батуми открыт для туристов !

Comments VKontakte

Comments Facebook

Comments

No reviews for this item

მიმოხილვა

შეიყვანეთ სურათზე მითითებული ციფრები
code

By IT Design © 2018 Good Life Tours