კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, იერუსალიმში V საუკუნის ქართული მონასტერი ბირ-ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ-ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, იქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.
იერუსალიმში არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლა დაიწყო
9 Декабря 2019
![]() |
Recommended reading
В Грузии сегодня празднуют Рождество Христово
Грузия одна из лучших туристических направлений 2020 года.
Грузинская Надпись X Века Была Обнаружена В Церкви Кочала В Лагодехском Заповеднике
В горах Аджарии 30 июля откроют альпийский ботанический сад.
Ночная ярмарка искусства и дизайна впервые пройдет в Тбилиси 20 декабря

No reviews for this item